მთავარი | ჩვენს შესახებ | ფოტო გალერეა | სერვისი | ფასები | დაჯავშნა | კონტაქტი
ჩვენს შესახებ
მიუხედავად იმისა, რომანტიკული ტური დაგეგმეთ თუ საქმიანი ვიზიტი გელით, მარტო მიემგზავრებით თუ მხიარულ კომპანიასთან ერთად, მთავარი რა თქმა უნდა შთაბეჭდილება გახლავთ. პირველ შთაბეჭდილებას შეუძლია მთელი მოგზაურობის ბედი განსაზღვროს, ის ჯერ ისევ წინ არის, როცა აეროპორტს ტოვებთ, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, როცა თბილისის ხედებით მანქანიდან ტკბებით, მაგრამ საკმარისია შეაღოთ სასტუმროს კარი, რომ თქვენ უკვე მისი გავლენის ქვეშ ხართ - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასტუმრო "ოპერაში"!

რბილია თუ არა ბალიში, შემოდის თუ არა ოთახში ხმაური, გემრიელია თუ არა აქაური სამზარეულო, მეტისმეტს ხომ არ ვიხდი ამ ყველაფერში? ამ ნიუანსებში მალევე გაერკვევით და სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით - კომფორტი ნამდვილად სრულყოფილია, გარემო შინაურული, პერსონალი კეთილგანწყობილი, სამზარეულოში შეგიძლიათ შეუკვეთოთ ყველაფერი რასაც სული და გული მოისურვებს. რაც შეეხება ფასებს, დემოკრატიული ანუ სწორედ სათქვენო გახლავთ. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი - რბილი ბალიში და სიმყუდროვე თქვენ საკუთარ სახლშიც გეგულებათ, მაგრამ განა თქვენი სახლი რუსთაველის გამზირზე დგას?

ძველი ქალაქის ცეტრალური გამზირი საუკუნეებია რაც თბილისელებისთვის თუ ქალაქის სტუმრებისთვის საუკეთესო სასეირნო ადგილია. ამ მიდამოებში ძველისძველად ყვაოდნენ მეფის ბაღები, მათი ნაწილი ისევ შემორჩენილია ახალგაზრდობის სასახლის ეზოში, ორასი წლის წინ აქ იდგმებოდა პირველი ქართული სპექტაკლები და იტალიური ოპერა, პრემიერების შემდეგ კი ფაეტონებში ჩამსხდარი პუბლიკა რუსთაველის, მაშინდელი გოლოვინის პროსპექტს სიმღერ-სიმღერით ტოვებდა, განწყობა აქ საუკუნეების შემდეგაც არ შეცვლილა. გაისეირნეთ რუსთაველზე და ამაში დარწმუნდებით. გნებავთ რუსთაველის თეატრში მიბრძანდით, თქვენ ტაქსი არც კი დაგჭირდებათ ან იქნებ კამერულ მუსიკას ამჯობინებთ? გამზირიდან სულ რამდენიმე ნაბიჯში კონსერვატიორია გახლავთ. კამერულ მუსიკას ბალეტი გირჩევნიათ? ბევრი გაგიგებთ - მით უფრო, რომ ოპერის თეატრი სასტუმრო "ოპერას" გვერდით მდებარეობს. ღირს თუ არა ბალეტზე წასვლა, სანამ ამ კითხავს დასვამთ, კარგად გაიხსენეთ გოგონა თქვენი მეზობელი ნომრიდან, რომელმაც დილით გაგიღიმათ, დიახ სწორედ ის გიყურებთ უზარმაზარი აფიშიდან. ოპერაში საგასტროლოდ ჩამოსული არტისტები უპირატესობას სწორედ სასტუმრო "ოპერას" ანიჭებენ. როცა დღის ბოლოს შთაბეჭდილებებით სავსე დასაძინებლად გაემზადებით, კიდევ ერთხელ დააფასებთ ამ სასტუმროს უნიკალურ მდებარეობას, მართალია "ოპერა" ცენტრალურ გამზირზეა განთავსებული მაგრამ ქუჩიდან სასტუმრომდე ოპერის პატარა ბაღია, ამიტომ თქვენს ნომერში ვერც ქუჩის ხმაური აღწევს და ვერც მტვერი.

თქვენ უკვე შეგექმნათ პირველი შთბეჭდილება ქვეყანაზე, დანარჩენი კი შეგიძლაით სასტუმროდან გაუსვლელად დაგეგმოთ. სასტუმრო "ოპერას" სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ დამატებითი მომსახურებით - სპეციალური ტურებით ეგზოტიკურ სვანეთში, შავი ზღვის პირა ულამაზეს ქალაქ ბათუმში და სათხილამურო კურორტ გუდაურში.

და ბოლოს, მოგზაურობის დასასრულს აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე თქვენთვის უკვე მნიშვნელობა არა აქვს რა ამინდი დაგხვდებათ ან შინ როგორი განწყობით გელიან. როცა სასტუმრო "ოპერას" ტოვებთ ზუსტად იცით რა მიგაქვთ ამ ქვეყნიდან - წარუშლელი შთაბეჭდილება.

სასტუმრო "ოპერა" მდებარეობს რუსთაველის გამზირზე. ეს არის ადგილი მსგავსი მანჰეტენისა ნიუ იორკში და პარიზში შონზელიზესი.